გაკვეთილის მთავარი თემა:
|
ზედსართავი სახელების შედარებითი და აღმატებითი ხარისხები (ერთმარცვლიანები, მრავალმარცვლიანი და ზედსართავი სახელები რომლებიც შედარებითი და აღმატებითი ხარისხების წარმოებისას ფუძეს იცვლიან).
|
საგანი/პედაგოგი
|
ინგლისური ენა, ბეჟან გაბედავა
|
კლასი/საფეხური
|
X-2კლასი, A-1 დონე
|
მოსწავლეთა რაოდენობა /პროფილი
|
31, სსსმ მოსწავლე არ მყავს
|
მიზანი
|
შედარება მოხდეს საგნებს შორის, მოხდეს განსხვავება მათ შორის, მაგალითად
რომელი უფრო გრძელია ან მოკლეა, ვინ უფრო მაღალია ან დაბალია, რა უფრო მწარეა ან
ტკბილია, ვინ უფრო კარგად სწავლობს და ვინ
არა.
|
წინარე ცოდნა
|
არსებითი და ზედსართავი სახელების შეხსენება, რომ ზედსართავი სახელები
ძირითადად განსაზღვრავენ არსებით სახელებს
ან ნაცვალსახელებს.
|
საკლასო მენეჯმენტი/მსვლელობა
|
საორგანიზაციო საკითხები(5წუთი, მისალმება და მოსწავლეთა დასწრების აღრიცხვა, მოსწავლეთათვის გაკვეთილის მიზნების გაცნობა)
საშინაო დავალების შემოწმება(8
წუთი), გაკვეთილის გამოკითხვა(10წუთი),
ახალი გაკვეთილის ახსნა (20 წთ), შევახსენებ მოსწავლეებს თუ რას ეწოდება და რას განსაზღვრავს ზედსართავი სახელი,
იმიტომ ,რომ ეს მათ უკვე ნასწავლი აქვთ წინა კლასებში, ისინი არა მარტო გაიხსენებენ უკვე შესწავლილ მასალას, არამედ განამტკიცებენ
თავიანთ ცოდნას.
საშინაო დავალების მიცემა(2წუთი).
|
მოსწავლეებმა გაიგეს რას ნიშნავს
შეადარონ და განასხვაონ ერთმანეთისგან საგნები ფერის, სიგრძის, სიგანის და ზომის
მიხედვით. მაგალითად, რომელი ფანქარი უფრო გრძელია, წითელი თუ მწვანე(შედარებითი),რომელია
ყველაზე მაღალი ბიჭი კლასში (აღმატებითი).
|
|
რესურსები
|
საკლასო დაფა, პლაკატები და პროექტორი.
|
შეფასება
|
გაკვეთილის გეგმა
Subscribe to:
Comments (Atom)
No comments:
Post a Comment