შეფასების რუბრიკა

კრიტერიუმები
       1-2
    3-4
        5-6
      7-8
      9-10
ტექსტზე  მუშაობა
ვერ კითხულობს კარგად, ვერ თარგმნის, არ  იცის  სიტყვების მნიშვნელობა.
შედარებით კარგად კითხულობს, იცის ზოგიერთი სიტყვის მნიშვნელობა, უჭირს ტექსტის თარგმნა.
მეტ-ნაკლებად კითხულობს და თარგმნის ტექსტს, იცის უცხო სიტყვები საშუალო დონეზე.
ტექსტს კარგად კითხულობს და თარგმნის, ზოგჯერ   შეცდომებით,  სიტყვების უმეტესობა კარგად იცის.
ყველაფერი იცის, რაც გაკვეთილს შეეხება, კითხვა,  თარგმნა, შეუძლია ტექსტის მოკლე შინაარსის გადმოცემა, იცის ყველა უცხო სიტყვა.
საშინაო  დავალების შემოწმება
არ აქვს შესრულებული ან არ შეესაბამება მიცემულ დავალებას.
ზოგიერთი კომპონენტი არ აქვს შესრულებული დავალებაში.
ძალიან ზედაპირულად აქვს შესრულებული.
დავალება შესრულებული აქვს, თუცა რამდენიმე შეცდომაა დაშვებული.
დავალება სრულყოფილად არის შესრულებული.
ახალი სიტყვების  გამოყენებით   წინადადებების შექმნა
არ იცის ახალი სიტყვების  მნიშვნელობა.
იცის ზოგიერთი ახალი სიტყვა.
ახალი სიტყვები იცის მაგრამ ვერ ადგენს წინადადებებს.
ახალი სიტყვები კარგად იცის და წინადადებების შედგენისას უშვებს შეცდომებს.
ყველა  სიტყვა იცის და უშეცდომოდ, კარგად ადგენს წინადადებებს.

No comments:

Post a Comment